სწავლა პროტესტის ფონზე - რას მალავს რექტორი ზედანია და რა ხდება ილიაუნში? სწავლა პროტესტის ფონზე - რას მალავს რექტორი ზედანია და რა ხდება ილიაუნში? />


  13:52:47     05-02-2019

სწავლა პროტესტის ფონზე - რას მალავს რექტორი ზედანია და რა ხდება ილიაუნში?

a86962.jpg

სტუდენტები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის წინააღმდეგ ერთიანდებიან. სტუდენტური პროტესტი ფინანსების გაუმჭვირვალობამ და ილიაუნის ბიზნესის სკოლის დეკანის, გიორგი ქადაგიძის გათავისუფლებამ გამოიწვია. 

რექტორი ზედანია არჩევანის წინაშეა - ან კვლავ ერთპიროვნული მმართველობა ან გამჭვირვალობა და იმ პროფესიონალი კადრების უკან დაბრუნება, რომელიც მან უნივერსიტეტს, სავარაუდოდ, პოლიტიკური კონიუნქტურის გამო ჩამოაშორა.

კერძოდ: ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დასავლური და თანამედროვე განათლების სიმბოლო უნდა ყოფილიყო, მოულოდნელად გაათავისუფლეს. 

რექტორ გიორგი ზედანიას მითითებით, ქადაგიძეს, რომელიც ივანიშვილის ეკონომიკური პოლიტიკის მკაცრი კრიტიკით გამოირჩევა,  გათავისუფლების შესახებ შეტყობინება ელექტრონული ფოსტით მიუვიდა მას შემდეგ, რაც მან მხარი დაუჭირა რეფორმებსა და უნივერსიტეტის ფინანსების გამჭვირვალობას. 

სწორედ ამიტომ, სტუდენტებმა ზედანიას 24 საათიანი ულტიმატუმი წაუყენეს და ქადაგიძის ბიზნეს სკოლის დეკანად აღდგენა და დახურული ფინანსური სისტების ტრანსფარენტულობა მოითხოვეს. 
რა ხდება ილიაუნში?

[I=2]„წელს ჩემმა დის შვილმა ჩააბარა ილია უნის ბიზნეს სკოლაში. ჩემი რჩევით, სწორედ ეს უნივერსიტეტი შემოხაზა პირველ ნომრად, თორემ მიღებული ქულებით ირიცხებოდა ნებისმიერში, რასაც შეარჩევდა. 

შემოხაზა იმიტომ, რომ ამ სკოლის დეკანი, თავისი ამბიციური გეგმებით, გახდა გიორგი ქადაგიძე.

ხოდა, თუ გიორგი ქადაგიძე აღარაა ამ სკოლაში (რაც ცალკე გარკვევის ღირსი საკითხია), აქვე ვიძლევი მეორე რჩევას: ლუკა, მომავალ წელს, მობილობით გადადი სხვაგან“, - დაწერა რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა რამდენიმე დღის ხნის წინ, სოციალურ ქსელში და მან ამით, არა მხოლოდ მისი, არამედ ბიზნეს სკოლის სტუდენტთა დიდი ნაწილის აზრიც გაახმოვანა, რადგან ისინიც, ნიკა გვარამიას დის შვილის მსგავსად, ილია უნის ბიზნეს სკოლაში ქადაგიძის ამბიციური გეგმების გამო მოხვდნენ.

თუმცა, როგორც ჩანს, ეს არ და ვერ ესმის ილიაუნის რექტორ ზედანიას, რომელიც შეიძლება ითქვას რომ კვლავ აგრძელებს რეპრესიებს და ქადაგიძის შემდეგ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს, გიორგი პაპავას ათავისუფლებს. 

დებატები „არჩევანში“ 

[I=3]ილიაუნში შექმნილი კრიზისი და ზოგადად, განათლებაში მიმდინარე გაუგებარი პროცესები იქნება დღეს გადაცემა „არჩევანის“ მთავარი თემა. 

წამყვანისა და გენერალული დირექტორის გადაწყვეტილებით, დებატებში გიორგი ქადაგიძე და გიორგი ზედანია მიიღებენ მონაწილეობას. 

„გადაცემა არჩევანი მიეძღვნება განათლებას. საინტერესო სტუმრებთან ერთად, გიორგი გაბუნია განიხილავს ეროვნული გამოცდების და განათლების სფეროში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან თემებს. 

იმედია, განათლების სამინისტროდან ვინმე რელევანტური თანამდებობის პირიც დაგვდებს პატივს და აგვიხსნის, რას შვრებიან.

თუმცა, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია გვერდი ავუაროთ ილიას უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის საკითხს. ღიად და საჯაროდ, დებატებზე გიწვევთ ორივე მხარეს.

შესაძლებლად არ განვიხილავთ თქვენი „შემცვლელების“ თუ პოზიციის გამომხატველების გამოგზავნას. ან მოდიხართ პირადად, ან დებატებზე უარს ამბობთ. 

გაძლევთ შესაძლებლობას, საჯაროდ აგვიხსნათ, რა ხდება, სადაა სიმართლე და ვისი პოზიციაა სწორი. დებატებზე არ მოსვლა უკიდურესად უცნაური იქნება და საკითხის საჯაროდ განხილვაზე უარად განიხილება. 

თუმცა, არ მოსვლაც პასუხია და თუ რა პასუხი, მაყურებელი გადაწყვეტს. ერთერთი მხარის არ მოსვლის შემთხვევაში, მოსულ მხარეს დაეთმობა დრო საკუთარი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად. მეორე მხარის პრეტენზია ცალმხრივობაზე, ცხადია, აღარ მიიღება. გმადლობთ ყურადღებისათვის და გელოდებით ხვალ, რ2ზე, არჩევანში, 22:00 საათზე“, - ასე მიმართა ნიკა გვარამიამ გიორგი ქადაგიძესა და გიორგი ზედანიას. 

ქადაგიძემ, დებატებში მონაწილეობაზე თანხმობა მყისიერად განაცხადა, ზედანიამ კი, რომელიც როგორც ჩანს, ვიწრო ჯგუფის ინტერესებს ახმოვანებს, ბევრი იფიქრა თუ ცოტა, ბოლოს არმისვლას მაინც მისვლა ამჯობინა. 

შესაბამისად,  რექტორმა იქნებ პატივი სცეს სტუდენტებს, საზოგადოებას და დღეს მაინც, „არჩევანში“ აგვიხსნას: რატომ არ არის უნივერსიტეტის ფინანსები გამჭვირვალე, რატომ გაათავისუფლა წარმატებული დეკანი, გიორგი ქადაგიძე და მისი მხარდაჭერის გამო, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, გიორგი პაპავა? 
0

ავტორი: