საპატრულო პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო საპატრულო პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო />


  11:01:12     05-02-2019

საპატრულო პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

a86954.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ოჯახური და ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1974 წელს დაბადებული მ.ტ. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. პოლიციამ მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 8 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

0

ავტორი: