17:24:49     02-02-2019
ვინ არიან პირადი ცხოვრების ვიდეოკადრების გავრცელების საქმეზე დაკავებულები და რა განაჩენი გამოიტანა სასამართლომ?
ამ წუთებში გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლომ განაჩენი გამოიტანა - ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 9 პირიდან ორს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, 7 პირს კი, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა პატიმრობის უზრუნველყოფით. აღნიშნული შუამდგომლობით, მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
ვრცელდება დაკავებულების ვინაობის შესახებ ინფორმაციაც.
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ ორ პირს - ანტონ ღლონტს და თემურ ირემაძეს. ხოლო აღკვეთის ღონისძიების სახით მაია ბერიძეს- 10 000-ლარიანი, მარიამ ჩადუნელს - 2 000- ლარიანი, ანი აროშიძეს - 2 ათას ლარიანი, თენგიზ ირემაძეს - 3000-ლარიანი, ნონა ჟორჟაძეს - 2000-ლარიანი, გიორგი გასვიანს - 1 500-ლარიანი, ირაკლი ქასრაშვილს - 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ. ამ პირებიდან სამი გოგონა "გირჩის" წევრია.
სხდომა ბრალდების მხარის შუამდგომლობით დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს.
ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ისე მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.
0
ავტორი:
ვრცელდება დაკავებულების ვინაობის შესახებ ინფორმაციაც.
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ ორ პირს - ანტონ ღლონტს და თემურ ირემაძეს.
ხოლო აღკვეთის ღონისძიების სახით მაია ბერიძეს- 10 000-ლარიანი, მარიამ ჩადუნელს - 2 000- ლარიანი, ანი აროშიძეს - 2 ათას ლარიანი, თენგიზ ირემაძეს - 3000-ლარიანი, ნონა ჟორჟაძეს - 2000-ლარიანი, გიორგი გასვიანს - 1 500-ლარიანი, ირაკლი ქასრაშვილს - 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ. ამ პირებიდან სამი გოგონა "გირჩის" წევრია.