იტალიაში მცხოვრები ქართველი მხატვრის მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილი ქართველია იტალიაში მცხოვრები ქართველი მხატვრის მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილი ქართველია />


  13:16:27     31-01-2019

იტალიაში მცხოვრები ქართველი მხატვრის მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილი ქართველია

a86801.jpg

იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი მხატვრის, თამარ მოდებაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი შესაძლოა საქართველოს მოქალაქე პირი გახდეს. პიროვნება ამჟამად საქართველოში იმყოფება. დიასპორა.ჯის ინფორმაციით, მას უკვე იცავს ორი ადვოკატი. 

პორტალის ინფორმაციით, ეჭვიმიტანილი ნეაპოლიდან სამშობლოში  თამარ მოდებაძის სიკვდილის დღეს დაბრუნდა. პირი ადასტურებს, რომ გამომგზავრების წინ ის იტალიაში მხატვარ თამარ მოდებაძეს ეჩხუბა, ტილოები დაუხია და კონფლიქტის შემდეგ მძინარე ქალი სახლში მიატოვა. ჩხუბის შემდეგ ემიგრანტი პირდაპირ რომის აეროპორტში წავიდა და საქართველოში გამოფრინდა.

ცნობილი ქართველი მხატვრის ცხედარი ამ დრომდე ნეაპოლის პროზექტურაშია დასვენებული. მხატვრის და ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრი ფულის გამო მოკლეს. თამარ მოდებაძე, რომლის ნახატებიც რამდენიმე ათასი ევრო ღირდა, ფულს ბანკში არ ინახავდა და თან დაჰქონდა.

საბედისწერო დღეს, სავარაუდოდ, მას მთელი დანაზოგი ჩანთაში ედო. ცნობილი ქართველი მხატვრის ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნება. ნეაპოლში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიც ამბობენ, რომ ქართველი ემიგრანტი მხატვარი ქართველმა ემიგრანტმავე მოკლა.

0

ავტორი: