ავსტრალია იარაღს ყიდის ავსტრალია იარაღს ყიდის />


  10:35:56     01-07-2011

ავსტრალია იარაღს ყიდის

a7583.jpg

ავსტრალიის თავდაცვის სამინისტრი, უახლოეს მომავალში, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის დიდი რაოდენობით გაყიდვას გეგმავს. სამხედრო ტექნიკის გაყიდვა, შემდეგი 15 წლის განმავლობაში იგეგმება. ამ დროის განმავლობაში, ქვეყნის თავდაცვის უწყება იარაღის პარკს 85 პროცენტით გააახლებს.  

უახლოეს 15 წელიწადში, გაყიდვაში გამოვა 70 მოიერიშე, 110 სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავი, მათ შორის, სატრანსპორტო, 120 ვერტმფრენი და 600 ჯავშანმანქანა. როგორც ირკვევა, 1997 წლიდან, ავსტრალიამ, სამხედრო ტექნიკის გაყიდვიდან, მილიარდი დოლარის მოგება ნახა. გაყიდული ტექნიკის სანაცვლოდ, ავსტრალია ახალი, თანამედროვე შეიარაღების შეძენას აპირებს.   

0

ავტორი: