14:20:05     30-01-2019
სოფელ ბარჯაში 22 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
ჯვარი-მესტიის გზაზე, სოფელ ბარჯაში მდებარე სასადილოს ეზოში 22 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
ირაკლი გოგოხია, სასადილოში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. ის სუფრიდან ადგა და სასადილოს ეზოში გავიდა. მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა მამაკაცს უკან დაბრუნდება შეაგვიანდა, ის მეგობრებმა მოიკითხეს და შენობის გვერდით უკვე გარდაცვლილი იპოვეს.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მას ფიზიკური დაზიანებები და ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა, თუმცა გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.
გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს.
0
ავტორი:
გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.