"ინგლისის ბანკი" ნიკოლას მადუროს ოქროს ზოდებს არ უბრუნებს "ინგლისის ბანკი" ნიკოლას მადუროს ოქროს ზოდებს არ უბრუნებს /> "/> " />


  20:01:10     27-01-2019

"ინგლისის ბანკი" ნიკოლას მადუროს ოქროს ზოდებს არ უბრუნებს

a86708.jpg

"ინგლისის ბანკმა" მიიღო გადაწყვეტილება, არ დააკმაყოფილოს ვენესუელას პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს თხოვნა, დაუბრუნდეს ქვეყანას მათი კუთვნილი ოქროს ზოდები, რომელთა ჯამური ღირებულება 1,2 მილიარდი დოლარია.

"ბლუმბერგის" ინფორმაციით, ბანკმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ამერიკის ოფიციალურმა პირებმა მათ შორის, ჯონ ბოლტონმა და მაიკ პომპეომ მიმართეს თხოვნით დიდ ბრიტანეთს დახმარებოდნენ შტატებს „ვენესუელას რეჟიმის მიერ უცხოურ აქტივებზე წვდომაში“.

ვესეუელაში არსებული სიტუაცია და იქ დემოკრატიული ხელისუფლების აღდგენის აუცილებლობის შესახებ საკითხები შეხვედრაზე განიხილეს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პომპეომ და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა. მათ ოპოზიციონერ ლიდერს ხუან გუაიდოს მხარდაჭერა გამოუცხადეს. 

0

ავტორი: