პენერლი - "აჭარული ხაჭაპური" ბერძნულად პენერლი - "აჭარული ხაჭაპური" ბერძნულად /> "/> " />


  19:20:03     27-01-2019

პენერლი - "აჭარული ხაჭაპური" ბერძნულად

a86706.jpg

ბერძნულ სამზარეულოში ერთ-ერთი პოპულარული კერძია პენერლი, რომელსაც, გადმოცემით, ჯერ კიდევ ძველი ბერძნები, იონიელები ამზადებდნენ. მას აჭარული ხაჭაპურის ბერძნულ ვერსიას უწოდებენ. პენერლი გავრცელებულია შავი ზღვის სანაპიროებზე. მისი სახეცვლილებები ბერძნების და თურქების მიერ ოსმალეთის იმპერიის დროს შეიქმნა. ამიტომ პენერლი პოპულარულია არა მხოლოდ საბერძნეთში, არამედ, ტრაპიზონის მიდამოებში, სომხეთშიც, ასევე, შავი ზღვის სანაპიროზე სოჭამდე. პენერლის ნავის ფორმა აქვს და კვერცხით და ყველით მზადდება, თუმცა, შიგთავსის სხვა ვარიანტებიც არის - ხორციანი შიგთავსით მომზადებულ კერძს კავურმალის უწოდებენ. სიტყვა პენერლი ნიშნავს - "ყველით." სიტყვა ინდოევროპული ენების ოჯახს მიეკუთვნება და გვხვდება სპარსულში, სომხურში და ინდურ ენებში, ასევე, თურქულშიც.

როგორც მზადდება პენერლი? გთავაზობთ ერთ-ერთ რეცეპტს:

ინგრედიენტები:

ცომისათვის:

ფქვილი - 250 გრ.
ბერძნული იოგურტი - 100 გრ.
წყალი - 100 მლ.
მწიკვი შაქარი და მარილი.
მშრალი საფუარი - 1 ჩ/კ
ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ

სხვა მასალა:

ზეთისხილი კურკების გარეშე - 140 გრ.
ლიმონის წვენი - 1 ჩ/კ
მშრალი, თეთრი ღვინო - 2 ს/კ
ზეითუნის ზეთი - 1 ს/კ
როზმარინი - 2 ღერი.
ნივრის მოზრდილი კბილი.

შიგთავსისთვის:

გახეხილი სულგუნი - 240 გრ.
გახეხილი ჩედერი - 200 გრ.
ბერძნული იოგურტი - 90 გრ.
ზეითუნის ზეთი - 3 ს/კ.
ტომატი
ჩილი - გემოვნებით.

მომზადება: ფქვილში აურიეთ მარილი, შაქარი და მშრალი საფუარი. დაამატეთ თბილი წყალი, ზეთი და იოგურტი. დაახლოებით ხუთი წუთი ზილეთ ცომი და შემდეგ სითბოში ნახევარი საათით ან ამოფუებამდე დატოვეთ.

ზეთი, ზეთისხილი, ლიმონის წვენი და ღვინო ერთმანეთში აურიეთ. დაამატეთ როზმარინი და დაჭრილი ნიორი.

მოამზადეთ შიგთავსი გახეხილი ყველით და იოგურტით. ცომი სამ ნაწილად გაყავით, ყველას ოვალური ფორმა მიეცით ნავის მსგავსად, ამოავსეთ შიგთავსით და ცხელ ღუმელში, 220 გრადუსზე 20-25 წუთი აცხვეთ. მომზადებულ ბერძნულ ხაჭაპურს მოასხით ზეითუნის ზეთი, გააფორმეთ ზეთისხილით, ტომატით და ჩილით.
0

ავტორი: