პერუელი პროზაიკოსი და ნობელის პრემიის ლაურეატი ავტორი მარიო ვარგას ლიოსა სექტემბრის შუა რიცხვებში თბილისში ჩამოვა.
მწერალი საქართველოში წიგნის ეროვნული ცენტრისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სერვანტესის ფონდის მოწვევით ჩამოდის.
1936 წელს დაბადებული მწერალი ცნობილია არა მხოლოდ ლიტერატორი, არამედ, როგორც მსოფლიოს უდიდესი მოაზროვნე.
გამორჩეული სამხრეთამერიკელი ავტორი პოლიტიკურად საკმაოდ აქტიური ფიგურა გახლდათ. 1990 წელს ის მონაწილეობდა პერუს საპრეზიდენტო არჩევნებში მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიციის მხარდაჭერით, თუმცა ალბერტო ფუხიმორთან დამარცხდა.
მისი ნაწერები პირდაპირ ირეკლავდნენ პერუში მიმდინარე სოციალურ თუ პოლიტიკურ პროცესებს, რამაც დამატებითი მნიშვნელობა შესძინა მარიო ვარგას ლიოსას სახელს. ავტორი ბევრს მოგზაურობდა, რამაც მისი შემოქმედების უფრო გვიანდელ პერიოდში სხვადასხვა ისტორიული მოვლენის მისეული ინტერპრეტაცია განაპირობა. ლიოსას კომპლექსური ტექსტები განხილულია როგორც მოდერნისტული, ისე პოსტმოდერნისტული ლიტერატურის ჭრილში.
82 წლის მწერლიზ წიგნებიდან ქართულად ნათარგმნია: „დეიდა ხულია და სცენარისტი“, „ცუდი გოგოს ოინები“, „ვაცის ნადიმი“, „ქალაქი და ძაღლები“ “ხუთი კუთხე” და სხვა.
0
ავტორი: