12:29:29     23-01-2019
იტალიაში ქართველი ემიგრანტი ქალი სასტიკი წამებით მოკლეს
იტალიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ნეაპოლში მომხდარის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით ქართველმა ემიგრანტმა გაავრცელა.
მოკლული ქალი მხატვარია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოკლულს მეგობრის სახლში 3-დღიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს. ცხედარს წამების კვალი ემჩნევა.
"ძალიან მაგარი ადამიანი, უნიჭიერესი ხელოვანი, თამარ მოდებაძე იტალიაში საკუთარ სახლში სასტიკად ნაწამები და მოკლული იპოვეს...
ქალბატონი თამარი "ქართული ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტს" 2017 წლის დაჯილდოვებაზე წარდგენილი ჰყავდა წარმატებული ხელოვანი ემიგრანტის სახელით... ქართველი მხატვრის ნახატები არაერთხელ გახდა იტალიელი პოეტისა და მწერლის დანიელა ფერაროს შთაგონების წყარო და მის ნახატებზე შექმნილი ლექსები და თხზულებები გამოცემულია ალბომად, რომელსაც „პოეტური ფიქრები" ჰქვია. მის შემოქმედებას ვრცელი სტატია მიუძღვნა პარმის უნივერსიტეტის პროფესორმა რებეკა როსეტიმ, რომელმაც მისი ნახატი „ხუთი განზომილება“ ლეონარდო და ვინჩის ხელწერასა და ხედვას შეადარა," - წერს ემიგრანტების უფლებადამცველი შოთო სიხარულიძე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყება ოჯახთან კონტაქტზეა.
0
ავტორი: