ბათუმში ლონდონის სატელეფონო ჯიხურის მინები ჩაამსხვრიეს ბათუმში ლონდონის სატელეფონო ჯიხურის მინები ჩაამსხვრიეს />


  14:40:15     22-01-2019

ბათუმში ლონდონის სატელეფონო ჯიხურის მინები ჩაამსხვრიეს

a86585.jpg

ბათუმში, ბარბარეს ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლონდონის სკვერში წითელი სატელეფონო ჯიხური დააზიანეს. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ჩამსხვრეულია მინები და მოგლეჯილია ყურმილი.

ვანდალური ფაქტი, სავარაუდოდ, ორი დღის წინ მოხდა. 

ტელეკომპანიის ცნობით, სატელეფონო ჯიხურის დაზიანების ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა. ტელეფონის ყურმილი, დაახლოებით ერთი წლის წინ, უცნობმა პირებმა მოგლიჯეს. 

სკვერში კამერები დამონტაჟებული არ არის. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

სატელეფონო ჯიხური,  საქართველოში დიდი ბრიტანეთის მაშინდელმა ელჩმა, ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა, 2014 წელს ოფიციალურად გახსნა. ის ბათუმში ლონდონის კვირეულის ფარგლებში დადგეს, როგორც ორი ქვეყნის მეგობრობის სიმბოლო.
0

ავტორი: