თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსი: მან ათამდე ბინა გაქურდა, მაგრამ გაუშვეს, რადგან... თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსი: მან ათამდე ბინა გაქურდა, მაგრამ გაუშვეს, რადგან... />


  15:39:52     21-01-2019

თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსი: მან ათამდე ბინა გაქურდა, მაგრამ გაუშვეს, რადგან...

a86561.jpg

რატომ გააქტიურდა ქვეყანაში „ქურდული სამყარო“, რა გააკეთეს ე.წ კანონიერმა ქურდებმა არჩევნებზე იმისათვის რომ სალომე ზურაბიშვილს მოეპოვებინა გამარჯვება გაყალბებითა და ძალადობით?

 რა კონკრეტულ ფაქტები არსებობს და რამ გამოიწვია ქვეყანაში კრიმინალის საგრძნობლად მომატება - ამასთან დაკავშირებით, „პრესა.ჯი“ თბილისის პოლიციის ყოფილ უფროსს, ირაკლი ქადაგიძეს ესაუბრა. 

პრესა.ჯი: რატომ გახშირდა ქვეყანაში კრიმინალი? 

ირაკლი ქადაგიძე: კრიმინალი ქვეყანაში მართლაც საგრძნობლად გახშირებულია. ეს ყოველდღიურად და ყოველწუთიერად იგრნობა. ნებისმიერ სოციალურ ქსელსა თუ სატელევიზიო გამოშვებაში ყველგან ამის შესახებ არის საუბარი. 

სამწუხაროდ, უკვე არცერი დღე აღარ იწყება მკვლელობის, ყაჩაღობის ან სხვა მძიმე დანაშაულის გარეშე. 

- რა არის კრიმინოგენური სიტუციის ასე მნიშვნელოვნად დამძიმების მთავარი მიზეზი? 

- კრიმინალი თანდათანობით იმიტომ გაიზარდა, რომ წლების წინ დეკლარირებულად ხდებოდა იმის გამოცხადება, რომ შესაძლოა, მოხდეს ყაჩაღობა და სხვადასხვა დანაშაული, თუმცა, ამას ხალხი გაგებით უნდა მოეკიდოს. სწორედ  ამას გვეუბნებოდნენ. 

გახშირებული კმიმინალის მიზეზია გაუაზრებელი შეწყელების აქტებიც. ყველა ასეთი აქტი უნდა ჩატარდეს გააზრებულად და არა იმიტომ რომ რომელიღაც პოლიტიკურ პარტიას ეს ქულების დასაწერად სჭირდება.

რეალურად, შეწყალება უნდა ეხებოდეს ისეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირებს, რომლებიც საზოგადოებისათვის საშიშები არ არიან.
მაგალითად, შემთხვევით მომხდარი საგზაო შემთხვევის მძღოლი, ასევე წვრილმანი ქურდობისთვის ბრალდებული... ასეთი კატეგორიიის დამნაშავეებს უნდა შეეხოთ შეწყალება. 

დღეს კი პირიქით ხდება, ციხიდან უშვებენ ნარკორეალიზატორებს, მკვლელებს და სხვა მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებს. 

აქ არ არის საუბარი ჰუმანურ აქტზე, აქ საუბარია გარკვეული ვალის გადახდაზე, რომელიც კონკრეტულმა პიროვნებამ სახელმწიფოს დააკისრა მას შემდეგ, რაც მათი მითითება შეასრულა, სახელმწიფო კი ვალს შეწყალებით უბრუნებს. 

თუმცა, კრიმინალის გახშირების მთავარი მიზეზი მაინც არაპროფესიონალიზმია, რადგან დღეს საკითხს უდგებიან არაპროფესიონალურად და იმის მიხედვით, სცემენ თუ არა, პატივს კონკრეტულ პარტიას. 

საქმე ისაა, რომ ამას არც მალავენ აცხადებენ კიდეც ღიად. კერძოდ, ერთ-ერთი დეპუტატი გამოვიდა და შსს-ში ხმაურიან დაწინაურებაზე პირდაპირ თქვა, რომ „მას პარტიამ შრომა დაუფასა“. რას ნიშნავს ეს?

გამოდის, როდესაც გვეუბნებოდნენ რომ პოლიცია აპოლიტიკურია, გვატყუებენ. დღეს, პოლიცია პირდაპირ ჩართულია პოლიტიკაში. 

არადა, ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ხდებოდეს პოლიციელების პროფესიონალური განვითარება. ფაქტი კი ის არის, რომ დღეს, პროფესიული განვითარებისათვის არავინ ზრუნავს. 

- ქვეყანაში ქურდული სამყარო გააქტიურდა? 

- რა თქმა უნდა, მაგას დიდი ფიქრი არ სჭირდება, ყველაფერი ნათლად ჩანს, ეს კარგად ვნახეთ ახლახანს, არჩევნების დროს. არჩევნებზე მობილიზებულები იყვნენ ე.წ „შავი სამყაროს“ წარმომადგენლები. მათთვის თავიანთი კანონებით არის აკრძალული არჩევნებზე მისვლა და ხმის მიცემა, მაგრამ დავინახეთ როგორ იდგნენ საარჩევნო უბანთან. 

სწორედ ისინი აკონტროლებდნენ ვინ მივიდოდა არჩევნებზე და ვის მისცემდნენ ხმას. 

- ვინ მფარველობს დამნაშავეთა სამყაროს? 

- დიდი მფარველობა აქვთ ხელისუფლებისაგან მათ, რადგან თუ მთავრობას არ უნდა, ვერავინ ვერაფერს გააკეთებს.

ასეთი მდგომარეობა გვაქვს დღეს: არიან ისეთი კანონიერი ქურდები, რომლებიც ახლანდელი ხელისუფლების ღრმა პატივისცემით გამოირჩევიან.

ჩემი ინფორმაცით, სწორედ ე.წ. კანონიერი ქურდებისგან წამოვიდა მესიჯი დამნაშავეთა სამყაროსადმი რომ არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილს უნდა გაემარჯვა. 

- ის, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია, ე.წ. კანონიერი ქურდების დამსახურებაა? 

- ზუტად მათ გადაწყვიტეს მნიშვნელოვანელოვწილად თუ ვინ უნდა გამხდარიყო საქართველოს პრეზიდენტი. საარჩევნო უბნებთან დამნაშავეთა სამყაროს წევრების ავტომანქანები იყო მობილიზებული.

მათ, საარჩევნო უბნებთან ქურდული ბირჟა ჰქონდათ გახსნილი. მაქვს ამაზე გარკვეული სახის ინფორმაციაც, რომელზეც ვმუშაობ და მინდა რომ ყველამ იცოდეს... 

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, კრიმინალებმა დაიწყეს ჩამოვლა ოჯახებში, იქ სადაც მიესვლებოდათ. ისინი ამომრჩევლებს ეუბნებოდნენ, რომ თუ შენ არ მისცემ ხმას სალომე ზურაბიშვილს, არ დაგინახო საარჩევნო უბანზე მისულიო. 

იყვენენ ისეთებიც, რომლებიც მოქალაქეებს აშინებდნენ და ეუბნებოდნენ: „ძმაო, შენ რომ მიხვალ საარჩევნო უბანთან და შემოხაზავ 48-ს, სურათს გადაიღებ და მაჩვენებ მე! 

ხომ გინდა რომ აქ და მშვიდად იცხოვრო?“- სწორედ ასე აშანტაჟებდნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლები ამომრჩევლებს. 

მათ ხელისუფლებისაგან კონკრეტული დავალებები ჰქონდათ მიღებული. ე.წ კანონიერი ქურდები კი, ბონუსებს ითხოვდნენ და იღებდნენ კიდეც. 

მაგალითად: არჩევნების დღეს მოხდა დაჭრა. მანამდე, ის პიროვნება, რომელმაც ადამიანი დაჭრა, ხმამაღლა საუბრობდა იმაზე, რომ 1500 ხმა  „მიიტანა“ ზურაბიშვილის სასარგებლოდ. 

მან ახალგაზრდა ბიჭი ისე დაჭრა, რომ დღესაც საავადმყოფოშია. თუმცა, სასამართლომ და პოლიციამ ეს ადამიანი იმ დღესვე გირაოთი გაათავისუფლეს. ბონუსი, რომელსაც მას ხმების მიტანის სანაცვლოდ დაჰპირდნენ, იმ დამნაშავემ იმ დღესვე გამოიყენა. 

გვაქვს მეორე ფაქტიც, ერთ-ერთ რეგიონში, რომლის სახელსაც ჯერ განზრახ არ ვამბობ, დააკავეს პიროვნება, რომელსაც პირობითი მსჯავრი ჰქონდა.

მან, დაკავებულმა, დაახლოებით ათამდე საცხოვრებელი ბინა გაქურდა, როგორც გაირკვა, პოლიციამ ამოიღო ნივთიერი მტკიცებულებებიც, რომლებიც მის დანაშაულებრივ ქმედებებს ადასტურებდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ის ადამიანი ისე გაუშვეს რომ ერთი დღეც არ დაუკავებიათ...

რატომ? იმიტომ რომ დღეს, კრიმინალური სამყარო იღებს იმ ბონუსებს, რასაც მათ ხელისუფლება დაჰპირდა. ვხედავ, რომ ძალიან ცუდის მიდის საქმე, ქვეყნის განვითარებაზე არავინ ზრუნავს, მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ ჩაითრიონ ჭაობში ეს ქვეყანა. 

- არის თუ არა, ამ მძიმე კრიმინოგენური მდგომარეობიდან გამოსავალი, ხელისუფლების შეცვლა? 

- როდესაც ხელისუფლება ვერ ართმევს მოვალეობას თავს, ის უნდა წავიდეს და შეიცვალოს.

0

ავტორი: