სააკაშვილი: ოეე, კალ’ა, თავს შიგნიდან უნდა პირველ რიგში მოვლა და არა გარედან სააკაშვილი: ოეე, კალ’ა, თავს შიგნიდან უნდა პირველ რიგში მოვლა და არა გარედან />


  14:41:26     19-01-2019

სააკაშვილი: ოეე, კალ’ა, თავს შიგნიდან უნდა პირველ რიგში მოვლა და არა გარედან

a86498.jpg

"ოეე, კალ’ა, თავს შიგნიდან უნდა პირველ რიგში მოვლა და არა გარედან”, - წერს სოციალურ ქსელში ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და აქვეყნებს რამდენიმე თვის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც საუბარია, რომ თბილისი მერი კახი კალაძე თმის შესაჭრელად მილანში დადის. იქვეა კალაძისა და მისი სტილის ერთად გადაღებული ფოტოც.

შეგახსენებთ, რომ გუშინ კალაძემ ოპოზიციას არაეთიკურად მიმართა.

"თქვენ ალბათ მთაწმინდა იცით, სატელევიზიო ანძა იცით, ისიც იცით, რომ რეაბილიტაციის პროექტს ვახორციელებთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ იქ ადგილს ვაფართოებთ, გამოსაქანებელ ადგილს და შეუძლიათ, ეს ადამიანები აბრძანდნენ და… ნუ მიშას არ გამოუვა, მაგრამ შეუძლია, ჰოლანდიიდან გამოექანოს," განაცხადა თბილისის მერმა.
0

ავტორი: