11:09:28     30-06-2011
საფრანგეთმა ლიბიაში დიდი რაოდენობით იარაღი გაგზავნა
საფრანგეთმა ოფიციალურად აღიარა, რომ ლიბიელ ამბოხებულებს იარაღს აწვდიდა. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ტერი ბუკარმა განაცხადა.
პოლკოვნიკის თქმით, იარაღის მიწოდება ივნისის დასაწყისში ხდებოდა. მაშინ სამთავრობო არმიამ, ნაფუსის რეგიონში „მშვიდობიან მოსახლეობას“ ალყა შემოარტყა და ჰუმანიტარული ტვირთის მიღების საშუალებას არ აძლევდა. ბუშარი ირწმუნება, რომ ოფიციალურმა პარიზმა ამის შესახებ გაეროს აცნობა, თუმცა, ამის შედეგად, სიტუაცია არ შეცვლილა.
მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტა საფრანგეთმა ალყაშემორტყმულთათვის ავტომატების, ტყვიამფრქვევების, ნაღმტყორცნების და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალების მიწოდება.
0