ლეგენდარული დავითი ლეგენდარული დავითი />


  10:59:40     30-06-2011

ლეგენდარული დავითი

a7552.jpg

დავითი - რენესანსული პერიოდი,ს მიქელანჯელოს მარმარილოს ქანდაკება, რომელიც 1501–1504 წლებში შეიქმნა. მისი სიმაღლე 5,17 მეტრს შეადგენს. ქანდაკება გამოსახავს ბიბლიურ პერსონაჟს, ისრაელის მეორე მეფეს დავითს. დავითის ქანდაკება შექმნილია დაკვეთით და წარმოადგენს წინასწარმეტყველთა ქანდაკებების სერიის შემადგენელ ნაწილს, რომელიც უნდა განთავსებულიყო ფლორენციის საკათედრო ტაძრის სახურავის აღმოსავლეთით. თუმცა, საბოლოოდ, მისი განთავსება მოხდა მოედანზე სინიორის სასახლესთან ახლოს, რომელიც წარმოადგენდა ფლორენციის სამთავრობო სასახლეს.

ქანდაკების გახსნა მოხდა 1504 წლის 8 სექტემბერს. სკულპტურა მალევე გახდა ფლორენციის რესპუბლიკის თავისუფლების დაცვის სიმბოლო, რადგანაც დამოუკიდებელ ქალაქ–სახელმწიფოს იმხანად ყოველმხრივ ემუქრებოდა საფრთხე მასზე უფრო ძლიერი მოწინააღმდეგე სახელმწიფოებისგან. დავითის ქანდაკება 1873 წელს გადატანილ იქნა ფლორენციის აკადემიის გალერეაში. მოგვიანებით კი მის განთავსების თავდაპირველ ადგილას დაიდგა მისი ასლი.

0

ავტორი: