10:59:14     30-06-2011
მოშუშული კომბოსტო ჩეხურად
მასალა:
400 გრამი კომბოსტო
40 გრამი შაქარი
10 გრამი მარილი
20 გრამი ფქვილი
40 გრამი ცხიმი
20 გრამი ღორის ქონი
60 გრამი ხახვი
ზირა
ძმარი
გარეცხილი, წვრილ ზოლებად დაჭრილი კომბოსტოს ნაჭრები გავრეცხოთ, გავაშროთ. შემდეგ წვრილად დავჭრათ ხახვი და მსუბუქად მოვშუშოთ კუბიკებად დაჭრილ ღორის ქონი ერთად. დავამატოთ კომბოსტო. წყლის ნაცვლად უმჯობესია დავამატოთ ცოტა ხორცის ბულიონი, მოვაყაროთ მარილი, დავამატოთ ზირა და დავდგათ მოსაშუშად. როდესაც კომბოსტო დარბილდება, მოვაყაროთ მცირე რაოდენობის ფქვილი, დავამატოთ შაქარი და მოვასხუროთ ადუღებული ძმარი. შუშვის ბოლოს ყველაფერი კარგად გადავურიოთ ერთმანეთში, კომბოსტოს ვაცალოთ კიდევ ერთხელ წამოდუღება დაბალ ცეცხლზე და გადმოვდგათ ღუმელიდან.
0