15:16:46     16-01-2019
ტიბუ - მეგრული წვნიანი გაციების წინააღმდეგ

"ტიბუ" სამეგრელოში ძველი, ტრადიციული წვნიანია. მას ზუგდიდელი დიასახლისი ეთერ ფაჟავა ბებიის რეცეპტით ამზადებს.
"ამ წვნიანს ბებია მართა გაციების დროს სვამდა და შვილიშვილებსაც ასმევდა. წამალი არასდროს დაულევია და 100 წლამდე იცოცხლა", - ამბობს დიასახლისი, რომელიც მალე 80 წლის გახდება.
ის ბებია მართას წვნიანს ზამთარში ხშირად ამზადებს და მეგობრებს ეპატიჟება.
"ტიბუ" მეგრული სიტყვაა და თბილს ნიშნავს. ის თბილი უნდა მიირთვათ.
წვნიანის მოსამზადებლად საჭიროა: 3-4 სუფრის კოვზი მჭადის ფქვილი, 1 თავი ნიორი , 2 სკ ქონდარი, 1 ლ. წყალი, პილპილი, ძმარი და მარილი გემოვნებით.
წყალი აადუღეთ. ცალკე ქვასანაყში ჩანაყეთ გამხმარი ქონდარი, ნიორი, წიწაკა, დაამატეთ მარილი. გახსენით ჭიქაში მჭადის ფქვილი და ჩაუშვით თუხთუხა წყალში. კარგად მოურიეთ, თხელი კრემ-სუპის სისქე უნდა გამოვიდეს. დაუმატეთ ჩანაყილი ქონდარი და ნიორი. მოურიეთ. ადუღებთ 10 წუთი. ბოლოს უმატებთ 2 სუფრის კოვზ კარგ ძმარს.
0
ავტორი: