ქათამი არაჟნით ქათამი არაჟნით />


  10:58:44     30-06-2011

ქათამი არაჟნით

a7550.jpg

მასალა:

ქათამი

არაჟანი - 500 გრამი

ბრინჯი - 1 ჩაის ჭიქა

მარილი, პილპილი, ნიორი - გემოვნებით

დაჭრილ ქათამს მოვაყაროთ მარილი, შავი პილპილი, წავუსვათ დანაყილი ან გატარებული ნიორი, დავალაგოთ ტაფაზე, მოვასხათ 500 გრამი არაჟანი და დავდგათ გრილ ადგილზე. 1 საათის შემდეგ შევდგათ გაზქურაში, როცა ქათამი შეიბრაწება გამოვიღოთ, ფრთხილად გადმოვალაგოთ თეფშზე. ტაფის ძირზე მოვფინოთ წინასწარ მოხარშული და გაწურული ბრინჯი, ზემოდან დავალაგოთ ქათმის ნაჭრები და ისევ შევდგათ გაზქურაში 10-15 წუთით. შემდეგ ფრთხილად გადმოვიტანოთ შესაფერის ლანგარზე ან გაშლილ თეფშზე ისე, რომ ბრინჯი კვლავ ძირში მოექცეს.
0

ავტორი: