10:58:07     30-06-2011
ერბოკვერცხი ამერიკულად
მასალა:
4 ცალი კვერცხი
2 კვერცხის გული
2 სუფრის კოვზი ნაღები
1 სუფრის კოვზი გახეხილი ყველი
4 ნაჭერი შებრაწული პური
ცოტა ნაღები
1 ცალი პამიდორი
1 ჭიქა დესერტის ღვინო
4 ნაჭერი ღორის ქონი
პილპილი და მარილი გემოვნებით
ნაღები, კვერცხის გულები, ყველი და ღვინო მოვათავსოთ ორთქლზე და ვაცალოთ შესქელება, თან განუწყვეტლივ ვურიოთ; დავამატოთ მარილი და პილპილი. კვერცხებისაგან მოვამზადოთ 4 ცალი ერბოკვერცხი. შევბრაწოთ 4 ცალი სალას ნაჭერი და ნაჭრებად დაჭრილი პამიდორი. პურის ნაჭრებს წავუსვათ ცოტა კარაქი და თითოეულზე მოვათავსოთ სალას ნაჭერი, პამიდორი და ერბოკვერცხი. მოვასხათ ორთქლზე მომზადებული სოუსი და სუფრაზე მომზადებისთანავე მივიტანოთ.
0