00:16:22     14-01-2019
ტაბლოიდები წერენ, რომ ანჯელინა ჯოლი დევიდ და ვიქტორია ბექჰემების დაშორებას ცდილობს
როგორც ტაბლოიდები ბოლო ხანებში წერენ, ანჯელინა ჯოლი დევიდ ბექჰემს ლონდონში, მადლიერების დღეს შეხვდა. თუმცა, სად და რა ვითარებაში უცნობია.
მათი ინფორმაციით, სწორედ ამ შეხვედრის დროს მოიხიბლა ჯოლი ფეხბურთელით და მას შემდეგ წერს და საქველმოქმედო, ერთობლივ პროექტზე დათანხმებას ცდილობს. თუმცა, მედიის ინფორმაციით, ეს მხოლოდ საბაბია და ანჯელინა ცდილობს, დევიდი ვიქტორიას დააშოროს.
ტაბლოიდები წყაროზე დაყრდნობით წერენ, რომ ბექჰემების ოჯახი განქორწინების ზღვარზეა. მათი თქმით, წყვილს ერთმანეთი აღარ უყვართ და უკვე ცალცალკე წვანან კიდეც. მათი ყოფნის ერთადერთი მიზეზი კი შვილებია.
მედია წერს, რომ ანჯელინამ შესანიშნავი დრო აირჩია ბექჰემთან დასაახლოვებლად და ყველამ კარგად იცის, რომ თუ ჯოლის რამე ან ვინმე უნდა ის იღებს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსახიობი ლონდონში ცხოვრებასაც გეგმავს, სანამ ახალ ფილმზე მუშაობს და საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა. მედია წერს, რომ ვიქტორია ცდილობს ქმარი დაარწმუნოს, ანჯელინასგან თავი შორს დაიჭიროს. თუმცა, დევიდი მას არ უსმენს.
გამოცემა Gossip Cop დევიდ ბექჰემის წარმომადგენელს დაუკავშირდა, რომელმაც გავრცელებული ჭორები კატეგორიულად უარყო და აღნიშნა, რომ წყვილს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და ანჯელინასთან ფეხბურთელის მიმოწერაც უარყო.
მას შემდეგ რაც ანჯელინა ჯოლი ბრეტ პიტს დაშორდა და მეურვეობის საკითხებიც მოაგვარა მის სახელს არაერთ მსახიობს უკავშირებენ. ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია რომ მსახიობს კიანუ რივზთან ჰქონდა რომანი. ჭორები იმიტომ გავრცელდა, რომ ანჯელინამ კიანუს დედის გვერდით იყიდა სახლში და მას ხშირად სტუმრობდა. მოგვიანებით ეს ჭორები გაბათილდა, როცა კიანუ რივზი მეგობარ ქალთან ერთად გამოჩნდა.
საბოლოოდ, დევიდ ბექჰემის გულის მოგებას, წლების განმავლობაში ბევრი ქალი უშედეგოდ ცდილობდა. თუმცა, თუ ეს ამბავი სიმართლეა, ამჯერად ეს ქალი ანჯელინა ჯოლია და მოვლენები შეიძლება სულ სხვაგვარად განვითარდეს.
0
ავტორი: