შსს-მ არასრულწლოვნების იძულებისა და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის ხელყოფისთვის ერთი პირი დააკავა შსს-მ არასრულწლოვნების იძულებისა და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის ხელყოფისთვის ერთი პირი დააკავა />


  23:55:08     13-01-2019

შსს-მ არასრულწლოვნების იძულებისა და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის ხელყოფისთვის ერთი პირი დააკავა

a86278.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისან-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი იძულების და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის ხელყოფის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული ნ.კ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ფაქტზე გამოძიება ერთ-ერთი არასრულწლოვნის მშობლის შეტყობინებისთანავე დაიწყო. სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ზრდასრული მამაკაცი, სოციალური ქსელით FACEBOOK-ის გამოყენებით სისტემატიურად აიძულებდა არასრულწლოვნებს მასთან ინტიმური ხასიათის მიმოწერა ჰქონოდათ. ამ გზით მოიპოვებდა და ხელყოფდა არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას, ასევე მათ პერსონალურ მონაცემებს.

პოლიციამ პირის იდენტიფიცირება მოკლე დროში შეძლო და ის ბრალდებულის სტატუსით თბილისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე და 157-ე მუხლებით მიმდინარეობს.
0

ავტორი: