ისრაელში ქართველი ბიჭი მოკლეს - "ქართველმა ემიგრანტმა ქალმა მომიკლა შვილი... დანით დამისერა" ისრაელში ქართველი ბიჭი მოკლეს - "ქართველმა ემიგრანტმა ქალმა მომიკლა შვილი... დანით დამისერა" /> "/> " />


  13:29:23     09-01-2019

ისრაელში ქართველი ბიჭი მოკლეს - "ქართველმა ემიგრანტმა ქალმა მომიკლა შვილი... დანით დამისერა"

a86135.jpg

ისრაელში ქართველი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „ემიგრანტის იმედის“ დამფუძნებელმა შოთო სიხარულიძემ გაავრცელა. 

მისი თქმით, ამის შესახებ გარდაცვლილი მამაკაცის დედამ მისწერა, რომელიც შვილის საქართველოში გადმოსვენებისთვის დახმარებას ითხოვს.

როგორც ირკვევა, შემთხვევა 1-ელ იანვარს მოხდა და გარდაცვლილია 31 წლის მიშიკო სულაძე, რომელიც ისრაელის მოქალაქე იყო.

გარდაცვლილის დედა კატერინა წიკლაური ამბობს, რომ ოჯახით ცხოვრობენ ისრაელში და მისი ვაჟი ისრაელის მოქალაქე იყო. ის ბათ-იამში, თელ-ავივის რაიონში ცხოვრობდა. მას შემდეგ, რაც სამსახურში არ გამოცხადდა, პოლიცია მივიდა მასთან სახლში, შეამტვრიეს კარები და ყელში დანა დარტყმული დახვდათ. "გამოძიება მიმდინარეობს, მე ბევრი არაფერი ვიცი, მეუბნებიან ემიგრანტმა ქალმა მოკლაო, ქართველმა", - განაცხადა გარდაცვლილის დედამ.

ქალბატონი შვილის საქართველოში გადმოსვენებაში დახმარებას ითხოვს. მისი თქმით, ოჯახს ამის საშუალება არა აქვს, თუმცა ამ ეტაპზე საქართველოს საკონსულოსთვის ოფიციალური განცხადებით არ მიუმართავს.
0

ავტორი: