თიანეთში მომხდარი სისხლიანი გარჩევის დეტალები ხდება ცნობილი - "ერთს თავში ესროლეს, მეორეს ყელი გამოჭრეს" თიანეთში მომხდარი სისხლიანი გარჩევის დეტალები ხდება ცნობილი - "ერთს თავში ესროლეს, მეორეს ყელი გამოჭრეს" /> "/> " />


  16:05:40     04-01-2019

თიანეთში მომხდარი სისხლიანი გარჩევის დეტალები ხდება ცნობილი - "ერთს თავში ესროლეს, მეორეს ყელი გამოჭრეს"

a86000.jpg

თიანეთში მომხდარი სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ადგილობრივები ყვებიან, რომ ორივე მამაკაცი სასტიკად არის მოკლული. ერთ-ერთს თავში ესროლეს, მეორე, 32 წლის კაცს კი ყელი გამოჭრეს. ამ ფაქტზე ამ დრომდე  არავინ არის დაკავებული.


არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება  თიანეთის საავადმყოფოს ეზოში მოხდა. შედეგად ორი მამაკაცი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა. ექიმის ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში თავად მივიდა. მისივე ცნობით, ის ნასვამი იყო. ვრცელდება ცნობა, რომ ერთ-ერთი მოკლული თიანეთის საავადმყოფოს ექიმის მეუღლეა. 

საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.
0

ავტორი: