სისხლიანი დაპირისპირება თიანეთში - მოკლულია ორი და დაჭრილია ერთი მამაკაცი სისხლიანი დაპირისპირება თიანეთში - მოკლულია ორი და დაჭრილია ერთი მამაკაცი />


  18:08:35     03-01-2019

სისხლიანი დაპირისპირება თიანეთში - მოკლულია ორი და დაჭრილია ერთი მამაკაცი

a85974.jpg

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მკვლელობა მოხდა თიანეთში - მოკლულია ორი და დაჭრილია ერთი მამაკაცი. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. სამართალდამცველები სავარაუდო დამნაშავეების ვინაობის დადგენას ამ დრომდე ცდილობენ. 

მკვლელობა ოლეგ შუშანაშვილის საცხოვრებელი სახლის ეზოში მოხდა. მოკლულია თავად ოლეგ შუშანაშვილიც. სავარაუდოდ, ჩხუბი სახლში დაიწყო და ეზოში გაგრძელდა. მოტივი უცნობია.

შემთხვევის ადგილზე მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა ერთ-ერთი მოკლულის, ოლეგ შუშანაშვილის ძმა. გოჩა შუშანაშვილი მის ძმასა და მეზობლებს შორის კონფლიქტს გამორიცხავს. 

დაპირისპირება მამაკაცებს შორის თიანეთის საავადმყოფოსთან ახლოს მოხდა. დაჭრილი, სავარაუდოდ, საავადმყოფოში დახმარების სათხოვნელად თავად მივიდა. ექიმების თქმით, ტყვია, სავარაუდოდ, სანადირო თოფიდან აქვს ნასროლი. როგორც ცნობილია, დაჭრილ მამაკაცს არ უთქვამს, რომ შემთხვევის ადგილზე სხვა დაჭრილებიც იმყოფებოდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის დაპირისპირების დეტალები დგინდება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე - დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. 
0

ავტორი: