კაცმა, რომელიც 60 წლის განმავლობაში სისხლს აბარებდა, 2 მილიონზე მეტი ბავშვი გადაარჩინა კაცმა, რომელიც 60 წლის განმავლობაში სისხლს აბარებდა, 2 მილიონზე მეტი ბავშვი გადაარჩინა />


  17:08:56     28-12-2018

კაცმა, რომელიც 60 წლის განმავლობაში სისხლს აბარებდა, 2 მილიონზე მეტი ბავშვი გადაარჩინა

a85919.jpg

81 წლის ავსტრალიელმა კაცმა სისხლი სხვებისთვის ბოლოჯერ გაიღო. ჯეიმს ჰარისონი, მანამდე 60 წლის განმავლობაში, დონორი იყო. ამის შესახებ CNN-ი წერს.

როგორც გაირკვა, ავსტრალიის კანონმდებლობის მიხედვით, სისხლის დონაცია ასაკობრივად იზღუდება, სწორედ ამის გამო ვეღარ ჩააბარებს სისხლს ჰარისონი.

ავსტრალიის წითელი ჯვრის სისხლის ბანკის ინფორმაციით, ჯეიმს ჰარისონმა ამ ხნის განმავლობაში დაახლოებით 2 400 000 ბავშვი გადაარჩინა.

ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ მისი სისხლი შეიცავდა ისეთ ანტისხეულებს, რომლებიც შეიძლებოდა, გამოეყენებინათ ანტი- D ინექციის შესაქმნელად, რომელიც რეზუს ფაქტორით გამოწვეულ დაავადებებს ებრძვის. წითელი ჯვრის ინფორმაციით, ის ერთ-ერთია ავსტრალიაში მცხოვრებ იმ  50 ადამიანს შორის, რომელსაც სისხლში მსგავსი ტიპის ანტისხეულები აქვს.
0

ავტორი: