18:35:44     26-12-2018
სარფში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 19-22 დეკემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეებს თ.მ.-სა და ე.მ.-ს, აღნიშნული მედიკამენტები (5 აბი ნარკოტიკული და 2 კაფსულა ფსიქოტროპული) საზღვარზე უკანონოდ შემოჰქონდათ.
საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
0