08:38:18     25-12-2018
თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
მამაკაცს ჭრილობა მკლავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-ტარებას გულისხმობს.
მათივე ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
0