08:32:39     25-12-2018
ვინ არიან წავკისში მოკლული ახალგაზრდები?
წავკისში, სისხლიანი გარჩევის დროს
გარდაცვლილები 26 წლის ლექსო და 28 წლის დავით ფეიქრიშვილები არიან.
გარდაცვლილები ბიძაშვილები იყვნენ და ისინი წავკისში მეზობლად ცხოვრობდნენ.
ლექსო დაოჯახებული იყო. მას ცოლი და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
უკვე ცნობილია, რომ შურისძიების მოტივი ავტომანქანის მინის დაზიანება გახდა.
შსს-ს
ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე
მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ
მკვლელობას გულისხმობს და 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
0