10:01:13     24-12-2018
"ვიღაც გადმოვიდა მანქანიდან ხანჯლით და მან დაჩეხა ყველა" - წავკისში მომხდარი დაპირისპირების დეტალები
"ვიღაც უცხო პირი გადმოვიდა მანქანიდან ხანჯლით და მან დაჩეხა ყველა", - ამის შესახებ ჟურნალისტებს წავკისში დაჭრილი ახალგაზრდის მამამ თემურ დორეულმა უამბო. მამაკაცის ინფორმაციით, მკვლელობა და დაჭრა ცივი იარაღით მოხდა.
"ქალი შემოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ გარეთ ხმაურია. მითხრა, რომ ჩემმა შვილმა ვიღაც დაჭრილი წაიყვანა საავადმყოფოში, თურმე ჩემი შვილიც დაჭრილი ყოფილა. ორივე ფილტვზე ოპერაცია გაუკეთეს და ელენთაზე იყო კიდევ დანა დარტყმული. უცხოები მოვიდნენ, ვიღაც გადმოვიდა ხანჯლით და მან დაჩეხა ყველა“, - განაცხადა დაჭრილის მამამ.
წავკისში ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, გუშინ ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. მათ ჭრილობა ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. მომხდარი დაპირისპირების შედეგად ასევე დაჭრილია ორი პირი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
0