11:24:03     28-06-2011
კლავიკორდი - ფორტეპიანოს წინაპარი
კლავიკორდი სიმებიან-კლავიშებიანი საკრავია. მას ფორტეპიანოს ერთ-ერთი წინამორბედ ინსტრუმენტს უწოდებენ.
შუა საუკუნეებში, ევროპაში სიმებიან–კლავიშებიანი საკრავები გამოიგონეს, რომელთა აჟღერება დარტყმის შედეგად იყო შესაძლებელი. ამგვარი საკრავებიდან ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა კლავიკორდი და კლავესინი. კლავიკორდი ოთხკუთხა ყუთის ფორმის საკრავი იყო, რომლის სიმებსაც ქვემოდან ლითონის თხელი ფირფიტები ურტყამდა. იგი ძალიან დაბალ ხმას გამოსცემდა.
კლავესინი კი საკმაოდ დიდი ინსტრუმენტი იყო, გარეგნულად თანამედროვე როიალს ჰგავდა, რომლის გრძელი სიმების აჟღერება ფრინველის ფრთით იყო შესაძლებელი. კლავიკორდთან შედარებით კლავესინი მაღალ და მკვეთრ, ადვილად გასარჩევ ბგერებს გამოსცემდა.
ამ მუსიკალური ინსტრუმენტების გამოგონებას მრავალი ადამიანი იბრალებდა და დღემდე გაურკვეველია, რომელ მათგანს ეკუთვნის კლავესინისა და კლავიკორდის იდეა. ერთი რამ კი ცხადია - ორივე ინსტრუმენტი ერთსა და იმავე დროს შეიქმნა. 0