ბრიტანელი ინსტრუქტორები პაკისტანიდან გააძევეს ბრიტანელი ინსტრუქტორები პაკისტანიდან გააძევეს />


  11:08:06     28-06-2011

ბრიტანელი ინსტრუქტორები პაკისტანიდან გააძევეს

a7464.jpg

ბრიტანელი სამხედრო ინსტრუქტორები, რომლებიც პაკისტანში მუშაობდნენ და „ალ–ქაიდას“ და „თალიბანის“ წინააღმდეგ ოპერაციებში მონაწილეებს ამზადებდნენ, უკან, სამშობლოში გაამგზავრეს. ამის შესახებ „გარდიანი“ წერს.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ, გაზეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაადასტურა. სამინისტროს განცხადებით, ბრიტანეთში მხოლოდ 18 ინსტრუქტორი დაბრუნდა. ისინი კი მხოლოდ პაკისტანელ მესაზღვრეებს ამზადებდნენ, რომლებიც ავღანეთის ტერიტორიიდან თალიბების თავდასხმებს იგერიებენ. დიდმა ბრიტანეთმა ამ პროგრამისთვის 15 მილიონი ევრო დახარჯა.   

ისლამაბადს, ინსტრუქტორების გამგზავრებასთან დაკავშირებით, არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი გახდა პაკისტანისა და აშშ–ს, ასევე ამ უკანასკნელის მეკავშირეებს შორის ურთიერთობების დაძაბვისა, რაც უსამა ბენ ლადენის წინაააღმდეგ ჩატარებულ ოპერაციას მოჰყვა.

0

ავტორი: