ისრაელი იარაღის ექსპორტიორებში მეოთხე ადგილზეა ისრაელი იარაღის ექსპორტიორებში მეოთხე ადგილზეა />


  11:07:35     28-06-2011

ისრაელი იარაღის ექსპორტიორებში მეოთხე ადგილზეა

a7463.jpg

ისრაელი მსოფლიოში იარაღის რიგით მეოთხე ექსპორტიორი აღმოჩნდა. დღევანდელი მონაცემებით, ებრაულ სახელმწიფოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გერმანიამ და რუსეთმა გაუსწრეს. 

ისრაელის სამხედრო შემოსავლები, შეიარაღების ექსპორტიდან, 2010 წლისთვის, 7,2 მილიარდ დოლარს წარმოადგენდა. ექსპორტიორების სიის სათავეში კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები დგას. უკანასკნელ ხანს, ამ კუთხით, მნიშვნელოვნად წავიდნენ წინ გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი.  

ისრაელის და გერმანიის შეიაღების პოპულარობას, ექსპერტები იმით ხსნიან, რომ მათი პროდუქცია საკმაოდ მაღალხარისხიანია. ამიტომ ებრაული შეიარაღება საბრძოლო მოქმედებებში ხშირად გამოიყენება და კარგი რეკომენდაციით სარგებლობს.
0

ავტორი: