09:46:30     14-12-2018
ინციდენტი თბილისში - ღამის კლუბთან ოთხი ახალგაზრდა დანით დაჭრეს

ვერაზე ოთხი ახალგაზრდა დაჭრეს.
გავრცელებული ცნობით, შემთხვევა ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ ღამის კლუბთან მოხდა. დაპირისპირება სავარაუდოდ ღამის კლუბის სტუმრებს შორის დაიწყო და გარეთ გაგრძელდა.
ოთხივე ახალგაზრდა საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
შსს-ს ცნობით, მოხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დაკავებულია სავარაუდო დამნაშავე
0