რუსეთში ქსენოფობები მომრავლდნენ რუსეთში ქსენოფობები მომრავლდნენ />


  16:47:35     27-06-2011

რუსეთში ქსენოფობები მომრავლდნენ

a7447.jpg

რუსეთში რომ სხვა ეროვნების ადამიანების მიმართ მტრული დამოკიდებულებაა, ამაზე დიდი ხანია საუბრობენ. განსაკუთრებულად მტრული დამოკიდებულება კავკასიელებზეა. უამრავი ვიდეო თუ ფოტო მასალა არსებობს, სადაც ჩანს, თუ როგორ უსწორდებიან ე.წ სკინხედები არარუსი ეროვნების ადამიანებს.

ამ საკითხზე, რუსეთში სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა. კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 70% აღიარებს, რომ სხვა ეთნიკური ჯგუფების მიმართ მტრულად არის განწყობილი. ამის შესახებ ინფორმაციას, რუსული მედია ავრცელებს.

 Moscow News-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით,  მოსახლეობის მესამედს რუსეთიდან სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლების გაძევების სურვილი აქვს. 15% დარწმუნებულია, რომ ,,რუსეთი მხოლოდ რუსებისთვის უნდა იყოს“, ხოლო 30%-ს მიაჩნია, რომ რუსებს მეტი უფლებები უნდა ჰქონდეთ, რადგან მათ მეტი ვალდებულებები აკისრიათ.

 „საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 15 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაში დაწყებული ეკონომიკური კრიზისის გამო, რუსეთში სამსახურის საძებნად მილიონობით ადამიანი ჩამოვიდა, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვია. სწორედ ამიტომ, ეთნიკურ ჯგუფებს შორის დაპირისპირების აღსაკვეთად ხელისუფლების გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, რუსეთში ეთნიკური სიძულვილის ფონი მაღალია და ეთნიკური შეტაკებები ხშირია“, - აღნიშნულია Moscow News-ის სტატიაში. 

0

ავტორი: