12:06:53     27-06-2011
ჩეხეთი საბჭოურ Куб-ებს ემშვიდობება
უკვე რამოდენიმე წელია, რაც ჩეხეთი საკუთარი შეიარაღებული ძალების რეფორმას ატარებს. ამ პროცესის ფარგლებში, შეიარაღებიდან მოძველებული ტექნიკის მოხსნა და მისი ექსპლუატაციიდან გამოყვანა ხდება. პროცესის მსვლელობა ისეა შერჩეული, რომ ის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე უარყოფითად არ აისახოს.
სავარაუდოთ, სწორედ ამ რეფორმის ფარგლებში, უახლოეს მომავალში ჩეხეთი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ჯარების შეიარაღებიდან საბჭოური წარმოების Куб-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს მოხსნის. ამჟამად, ჩეხეთის ჰერსაწინააღმეგო თავდაცვის 251-ე დივიზიონის შემადგენლობაში, ამ კომპლექსის ოთხი ბატარია ირიცხება.
ეს კომპლექსები, უკვე ათწლეულების განამავლობაში, ჩეხეთის ცის სადარაჯოზე დგანან და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს, მათ შორის ატომურ ელექტროსადგურს იცავენ. მაგრამ ისინი უკვე მორალურად მოძველდნენ. ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, მათი ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივება ქვეყნის ბიუჯეტს 15 მილიარდი ჩეხური კრონა დაუჯდებოდა. ეს კი, დაახლოებით 905 მილიონი დოლარის ექვივალენტურია.
ჩეხეთის თავდაცვის უწყებისთვის, ეს ძალზე დიდი თანხაა. თანაც თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ კომპლექსი Куб (ჩეხეთს ამჟამად, მისი საექსპორტო მოდიფიკაცია Квадрат გააჩნია), შეიარაღებაში 1967 წელს მიიღეს, ადვილი გასაგები იქნება, რომ ის თანამედროვე მოთხოვნებს ვეღარ პასუხობს. შესაბამისად, მისი რესურსის გახანგრძლივება თანხების ფუჭი ფლანგვა იქნებოდა. უკანასკნელი წლების განმავლობაში, კომპლექსში შემავალი თვითმავალი დანადგარების მოტორესურსის ეკონომიის მიზნით, პოზიციიდან პოზიციაზე მათი გადაყვანას ბუქსირის მეშვეობით ბულდოზერი ახდენდა.
რაც შეეხება თავად Куб-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს, თავის დროზე ის საბჭოური ჰაერსაწინააღმდეგო ჯარების ნამდვილი სიამაყე იყო. მასზე მუშაობა 1958 წელს დაიწყო და ის სახმელეთო ჯარების, ძირითადად - სატანკო დივიზიების დასაცავად იყო განკუთვნილი. მის მიმართ წაყენებული მოთხოვნების თანახმად მას 100-200 მ-დან 5-7 კმ-ის სიმაღლეებში, 420-600 მ/წმ-ის (1512-2160 კმ/სთ) ტოლი სიჩქარით მფრენი სამიზნის განადგურება უნდა შესძლებოდა. სამიზნის გაანდგურების მაქსიმალური დისტანცია 20 კმ-ით განისაზღვრა.
1964 წლის აპრილში, ახალი კომპლექსიდან რაკეტის პირველი წარმატებული გაშვება განხორცლიელდა. სტარტის შემდეგ რამოდენიმე წამში რაკეტამ საშუალო სიმაღლეზე მფრენი რადიომართვადი მფრინავი სამიზნე გაანადგურა.
კომპლექსი Куб-ი ბატარეის შემადგენლობაში მოქმედებს, რომლის შემადგენლობაშიც ოთხი გამშვები დანადგარი და სამიზნის აღმოჩენისა და რაკეტების დამიზნების ერთი სადგური შედის. ყოველ მათგანს ინდივიდუალური მუხლუხიანი შასი გააჩნია, რაც კომპლექსის მაღალ მობილურობას უგზოობის პირობებში უზრუნველყოფს. მარშიდან კომპლექსის სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას 5 წთ სჭირდება.
კომპლექსის სამიზნის აღმოჩენის რადიოლოკაციურ სადგურს, თავისი ფუნქციის შესრულება 3-დან 70 კმ-ის დისტანციაზე, სიმაღლის მიხედვით 30-7000 მ-ის ფარგლებში შეუძლია.
რაც შეეხება გამშვებ დანადგარს, მასზე სამი 3M9-ის ტიპის საზენიტო რაკეტის განთავსება ხდება. რაკეტის სიგრძე 5.8 მ-ს შეადგენს. მისი დიამეტრი კი 330 მმ-ს უტოლდება. რაკეტას მსხვრევად-ფუგასური ტიპის საბრძოლო ქობინი გააჩნია, რომელიც 57 კგ-ს იწონის.
ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, კომპექსის სერიული წარმოება 1982 წლამდე გაგრძელდა. საბჭოთა კავშირი კომპელქს Куб-ის საექსპორტო მოდიფიკაცია Квадрат-ი არაერთი მოძმე ქვეყნისთვის მიუყიდია. მთლიანობაში სი მსოფლიოს 25 ქვეყნის ცას იცავდა. შესაბამისად, მისი გამოყენება რეალურ საბრძოლო პირობებშიც მოხდა.
მისი საბრძოლო ნათლობა 1973 წელს, ისრაელ-არაბეთის მორიგი სამხედრო დაპირისპირებისას მოხდა. მაშინ 95 რაკეტის გაშვებით სირიელებმა 64 ებრაული თვითმფრინავის ჩამოგდება შეძლეს. თუმცა ეს მხოლოდ სირიელების მიერ მოყვანილი ციფრებია. მაგრამ მათი გაზვიადების შემთხვევაშიც კი, ებრაელების რადიოელექტრონული წინააღმდეგობის სისტემები, ახალი საბჭოური კომპლექსების წინააღმდეგ უძლურნი აღმოჩნდნენ.
ეფექტური საპასუხო საშუალებების არარსებობის გამო, ებრაელებმა დაბალ სიმაღლეებზე დაიწყეს ფრენა, სადაც კომპლექსი კარგავდა თავის ეფექტურობას.
1982 წელს, ლიბანში მიმდინარე საომარი მოქმეებებისთვის, კომპლესი უკვე მოძველებული იყო. ისრეულს უკვე შესწავლილი ქონდა მის შესაძლებლობები. მათი პოზიციების აღმოსაჩენად უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენებოდა. ბევრი კომპლექსი პოზიციაზე რაკეტების გასროლამდე განადგურდა.
გარკვეულ წილად მათ გამოყენებას 1999-ში, იუგოსლავიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა "ნატოს" ავიაციის წინააღმდეგ ცდილობდა. თუმცა უშედეგოდ. ხარვეზების საშუალებით ამერიკელებმა იუგოსლავების კომპლექსები სრულად "დააბრმავეს". ღამის პირობებში კი სამიზნის აღმოჩენის ოპტიკური არხები არაეფექტური იყო. გარდა ამისა ამერიკელები მათ წინააღმდეგ აქტიურად რადიოლოკაციურსაწინააღმდეგო რაკეტებსაც იყენებდნენ. რომელთა გაშვებაც კომპლექსის მოქმედების ზონაში შეუსვლელად ხდებოდა.
ჩეხეთი, თავის შეიარაღებაში არსებული კომპლექსების შეიარაღებიდან მოხსნას ეტაპობრივად განახორციელებს. არსებული ინფორმაციით ეს პროცესი 4 წელიწადს გაგრელდება. არ არის გამორიცხული, რომ ამ პერიოდში მან რაიმე თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები შეიძინოს. მანამდე კი, ქვეყნის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის უზრუნველყოფის საკითხი, საგამანადგურებლო ავიაციაზე იქნება დაკისრებული.
0