11:00:29     27-06-2011
მატისიაჰუს მუსიკა და რელიგია
მატისიაჰუ 1979 წელს, აშშ-ში, ებრაულ ოჯახში დაიბადა, სადაც ის არარელიგიურად აღიზარდა, მაგრამ ისრაელში მოგზაურობისას, დაუბრუნდა იუდეიზმს. როგორც მუსიკოსმა მოახდინა რეგის, ჰიპ-ჰოპის და ტრადიციული და თანამედროვე ებრაული მუსიკის საოცარი შერწყმა.
მატისიაუს შემოქმედება აშშ-ში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მას ცნობილი გამოცემები მოიხსენიებენ როგორც ფენომენს.
მომღერალმა პირველი გამოსვლები ფსევდონიმით დაიწყო. იმ დროისთვის, ის ჯერ კიდევ არ იყო რელიგიით გატაცებული. 2001 წლიდან გადაწყვიტა რელიგიური ცხოვრება. მის მუსიკაზე დიდი გავლენა მოახდინენ ბობ მარლიმ და რაბინიერმა შლომო კარლებახმა. მატისიაუს მუსიკა თამამად შეიძლება ჩაითვალოს რეგეის, ჰიპ-ჰოპის, როკისა და ნაწილობრივ ელექტრონული მუსიკის ულამაზეს და სუპერმოდერნიზებულ ნაზავად.
0