აჭარაში, ქედაში ხანძრის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა.
ცეცხლი სოფელ გობრონეთში ბოლქვაძეების საცხოვრებელ სახლს გუშინ საღამოს გაუჩნდა, თუმცა, მეხანძრეებმა მისი ჩაქრობა მალევე შეძლეს. ხანძრის დროს სახლში 17 წლის ახალგაზრდა იმყოფებოდა, რომელიც დაშავდა და ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მედპერსონალის ინფორმაციით, დაშავებულს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
მეხანძრე-მაშველების განცხადებით, დაიწვა სახლის სამი ოთახი, ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
0
ავტორი: