თუ თქვენ გძინავთ 8 საათზე მეტი ან  6 საათზე ნაკლები, შესაძლოა ნაადრევად გარდაიცვალოთ თუ თქვენ გძინავთ 8 საათზე მეტი ან 6 საათზე ნაკლები, შესაძლოა ნაადრევად გარდაიცვალოთ />


  14:30:05     05-12-2018

თუ თქვენ გძინავთ 8 საათზე მეტი ან 6 საათზე ნაკლები, შესაძლოა ნაადრევად გარდაიცვალოთ

a84941.jpg

უცხოური გამოცემა dailymail ავრცელებს სტატიას, სადაც წერია: თუ თქვენ გძინავთ დღის განმავლობაში, 8 საათზე დიდხანს ან 6 საათზე  ცოტა, მაშინ თქვენ შეგექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემა, რომელიც ნაადრევი სიკვდილის რისკს ზრდის. 

თუკი ვერ ახერხებთ ძილს  ღამის განმავლობაში, ამ შემთხვევაში, თქვენ შესაძლოა, შეგექმნებათ სისხლძარღვთა დაავადებების პრობლემა.

მკვლევარებმა ეს დასკვნა მას შემდეგ მიიღეს, რაც ხანგრძლივი დაკვირვებისა და გამოკითხვის შედგეად დადასტურდა, რომ 9 საათზე მეტი და 6 საათზე ნაკლები ძილი მართლაც იწვევდა სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემას, ამის დასადასტურებლად მათ შეისწავლეს 116 000 ადამიანი 35-დან 70 წლამდე. 

როგორც აღმოჩნდა, ამ პრობლემის გამო, წელიწადში საშუალოდ, 4,381 ადამიანი დაიღუპა, მათგან 4,365-ს კი სწორედ სისხლძარღვთა პრობლემები აღენიშნებოდა. 

"ძილი მნიშვნელოვანია ადამიანების ჯანმრთელობისათვის და მათ დროის მხოლოდ მესამედი სძინავთ, ჩვენი კვლევა გვიჩვენებს, რომ სავარაუდო ძილის ოპტიმალური ხანგრძლივობაა დღეში ექვსიდან რვა საათი, ეს ძირითადად მოზარდებს ეხებათ“-აცხადებს საერთაშორისო მკვლევარების გუნდი.


0

ავტორი: