თურქეთში ძარცვის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს თურქეთში ძარცვის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს />


  12:06:48     05-12-2018

თურქეთში ძარცვის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

a84931.jpg

თურქეთში ძარცვის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, ორზე კი, ძებნა გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას  გამოცემა Hurriyet Daily News-ი ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, საქართველოს ოთხი მოქალაქისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება სტამბოლში მოქმედებდა.

როგორც თურქული მედია წერს, 16 ნოემბერს დაჯგუფების წევრებმა სტამბოლში ბიზნესმენი გაძარცვეს, როდესაც ის მეგობრის მანქანიდან გადავიდა. თავდამსხმელებმა რკინის საბურღით ბიზნესმენი დაჭრეს და 111 ათასი თურქული ლირა წაიღეს.

მეორე თავდასხმა დაჯგუფებამ სულთანღაზის რაიონში, იუველირზე განახორციელა. ინციდენტი სათვალთვალო კემერებმა დააფიქსირა. მომხდარს სამართალდამცველი შეესწრო და ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც დაჯგუფების წევრებმა მიმალვა სცადეს. პოლიციელმა ერთ-ერთი მათგანის დაკავება შეძლო, მეორე ეჭვმიტანილი კი მოგვიანებით ჩატარებული რეიდის დროს დააკავეს. დანარჩენი ეჭვმიტანილების დასაკავებლად გამოძიება გრძელდება.
0

ავტორი: