„ჯივიესმა“ ცნობილი პრემიუმ ხაზის ღვინოები „თამადას“ დიდებული რეზერვი და ქვევრი წარადგინა „ჯივიესმა“ ცნობილი პრემიუმ ხაზის ღვინოები „თამადას“ დიდებული რეზერვი და ქვევრი წარადგინა />


  11:01:42     04-12-2018

„ჯივიესმა“ ცნობილი პრემიუმ ხაზის ღვინოები „თამადას“ დიდებული რეზერვი და ქვევრი წარადგინა

a84893.jpg

28 ნოემბერს, ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა კომპანია „ჯივიესმა“ ცნობილი პრემიუმ ხაზის ღვინოები „თამადას“ დიდებული რეზერვი და ქვევრი წარადგინა. ღონისძიება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა, რომელსაც კომპანია „ჯივიესის“ წარმომადგნელები, 30-მდე რესტორნის შეფ-მზარეული, სომელიები და კომპანიის პარტნიორი ორგანიზაციები ესწრებოდნენ.

მოწვეულ სტუმრებს, „ჯივიესის“ ცნობილი პრემიუმ ხაზის ღვინოები  კომპანიის ბრენდ მენეჯერმა, სალომე დოლიძემ წარუდგინა.

„კომპანია „ჯივიესის“ პრემიუმ ბრენდი „თამადა“ მჭიდროდ დაკავშირებულია ხელოვნებასთან.  2014 წლიდან, კომპანია „ჯივიესი“ საქართველოს ეროვნული მუზეუმის პარტნიორია.  „თამადა“ ისტორიული ბრენდია, მისი პორტფელი კი მოიცავს მშრალ და ნახევრადტკბილ, თეთრ და წითელ ღვინოებს. იგი მკვეთრად გამოხატული ხასიათით გამოირჩევა, რაც დამახასიათებელია ქართული სუფრისთვის,“  - აღნიშნა სალომე დოლიძემ.  

[I=2]

დამსწრე საზოგადოებას ასევე წიტყვით მიმართა  „ჯივიესის“ აღმასრულებელმა დირექტორმა  ფილიპ ლესპიმ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა „თამადას“ არაჩვეულებრივ რეპუტაციაზე საერთაშორისო ბაზარზე და აღნიშნა, რომ ბრენდის ეტიკეტზე ნიკო ფიროსმანის ცნობილი ნახატია გამოსახული. „ჩვენი ბრენდი, ფიროსმანის შემოქმედების დიდი გულშემატკივარია, ეს ნათლად ჩანს თამადის ლოგოზე - რომელზეც „5 თავადის ქეიფია“ გამოსახული.  ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობა და პატივია, რომ ალბერტინას მუზეუმში, დიდი ქართველი მხატვრის ფიროსმანის გამოფენის გახსნაზე, რომელიც მის გარდაცვალებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა  ღვინო „თამადა“ იყო ექსკლუზიურად წარდგენილი.   გალა ვახშამს  250-მდე საპატიო სტუმარი ესწრებოდა,“ - აღნიშნა ფილიპ ლესპიმ. ფრანგმა მეღვინემ განსაკუთრებული სიამაყით აღნიშნა, რომ ბევრმა სწორედ ამ დღეს გაიცნო საქართველო, როგორც უმაღლესი ხარისხის ღვინის მწარმოებელი ქვეყანა.

ღონისძიების დასასრულს მოწვეულმა სტუმრებმა „ჯივიესის“ ცნობილი პრემიუმ ხაზის ღვინოები  შესაბამის კერძებთან ერთად დააგემოვნეს. ამასთან, ქართული ღვინის მნიშვნელობაზეღვინისა და კერძების შეხამებაზე ისაუბრეს.

შეგახსენებთ, რომ “თამადა“ 2001 წელს შეიქმნა და მოპოვებული აქვს მრავალი ოქროს მედალი საერთაშორისო ღვინის ფესტივალებზე. ის აერთიანებს 7 ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოს: წინანდალი, მუკუზანი, ნაფარეული, ხვანჭკარა, ქინძმარაული, ახაშენი, ტვიში. მასში ქართული სუფრის თამადის უნიკალური მახასიათებლებია გაერთიანებული. 

GWS - ერთ-ერთი უძველესი და ცნობილი ღვინის საწარმოა საქართველოში, რომელიც  1993 წელს  თელავში, აჩინებულში მდებარე, ჯერ კიდევ, 1976 წელს დაარსებული უძველესი ღვინის საწარმოს „თელავი 2“-ის ბაზაზე შეიქმნა. დღესდღეობით, “GWS”-ის მფლობელობაში  350 ჰექტარი ვენახია. ვენახების უმრავლესობა 15-25 წლისაა. მათგან 280-ს წითელი ყურძნის სახეობები იკავებს, დანარჩენი 120  კი, თეთრ ჯიშებს ეკუთვნის.  70%  ქართული ტრადიციული ყურძნის ჯიშები წარმოადგებს, 30% კი, საერთაშორისო ცნობილი სახეობებია.  კომპანია აწარმოებს წყნარი ღვინის, ცქრიალა ღვინოსა და მაღალ ალკოჰოლურ პროდუქტებს, რომელიც თამადას, ძველი თბილისის, ადამანტი, ვისმინოსა და ელიბოს სახითაა ცნობილი. სულ მალე კი მომხმარებელს საკუთარი ვენახებიდან ბიო-ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილ ღვინოს წარუდგენს.

0

ავტორი: