უფროსი ჯორჯ ბუშის ძაღლი ყოველდღე მის კუბოსთან იძინებს უფროსი ჯორჯ ბუშის ძაღლი ყოველდღე მის კუბოსთან იძინებს />


  23:19:03     03-12-2018

უფროსი ჯორჯ ბუშის ძაღლი ყოველდღე მის კუბოსთან იძინებს

a84881.jpg

უფროსი ჯორჯ ბუშის დაკრძალვის ცერემონიაზე მისი ძაღლი სალი უკვე რამდენიმე დღეა პატრონის კუბოსთან იძინებს.  აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის პრესსპიკერმა, ჯიმ მაკგრატმა, Twitter-ზე ფოტო გაავრცელა წარწერით – „მისია შესრულებულია“. 

ლაბრადორი ჯორჯ ბუშთან სამუშაოდ ყოფილი პირველი ლედის, ბარბარა ბუშის გარდაცვალების შემდეგ მიიყვანეს. ძაღლს „სალი“ ყოფილი მფრინავის, ჩესლი სალენბერგერის სახელის მიხედვით დაარქვეს, რომელმაც დაზიანებული სამგზავრო თვითმფრინავი მდინარე ჰუდსონზე დასვა და 155 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები გადაარჩინა. სპეციალურად გაწვრთნილ ძაღლს ვეტერანების დასახმარებლად, ვოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში გაგზავნიან. ლაბრადორ სალის ორგვერდიანი დავალებების შესრულება, მათ შორის ტელეფონზე პასუხი და საგნების მოტანა შეუძლია.

აშშ-ის 41-ე პრეზიდენტი, უფროსი ჯორჯ ბუში 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ძაღლი მას კაპიტოლიუმიდან საპრეზიდენტო ბიბილიოთეკამდე 5 დეკემბერს გააცილებს. 

0

ავტორი: