12:38:20     25-06-2011
პაკისტანის არმია ტერორისტებთან კავშირს უარყოფს
პაკისტანის არმიის ხელმძღვანელობამ კატეგორიულად უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყნის სპეცსამსახურებს ისლამურ ორგანიზაცია „ჰარაკატ-ულ-მუჯაჰიდინთან“ რაიმე კავშირი აქვთ. ეს ორგანიზაცია, თავის მხრივ, ცნობილია, რომ „ალ-ქაიდასთან“ თანამშრომლობაში არის შემჩნეული. პაკისტანელი სამხედროების წარმომადგენელმა, გავრცელებულ ცნობას, პაკისტანის სპეცსამსახურების წინააღმდეგ აგორებული კამპანიის ნაწილი უწოდა.
ინფორმაცია „ნიუ იორკ თაიმსმა“, ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების მიერ მიწოდებული ცნობების მიხედვით გაავრცელა. გაზეთი წერს, რომ ბინ ლადენის კურიერის მობილურში, გარკვეული კონტაქტების შესახებ ცნობები იქნა ამოკითხული, რომლის მიხედცითაც გაირკვა, რომ მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი, პაკისტანელ სპეცსამსახურებთან ურთიერთობას, „ჰარაკატ-ულ-მუჯაჰედინის“ მეშვეობით აწარმოებდა.
0