12:37:18     25-06-2011
რაგუ წიწაკით და პომიდვრით
მასალა:
750 გრამი ბულგარული წიწაკა
750 გრამი პომიდორი
3 თავი ხახვი
3 სუფრის კოვზი მარგარინი ან მცენარეული ზეთი
6 ცალი კვერცხი
მარილი
წვრილად დავჭრათ ხახვი და მსუბუქად შევწვათ ცხიმში. გავრეცხოთ წიწაკა, გამოვაცალოთ თესლი, დავჭრათ თხელ რგოლებად, დავამატოთ ხახვს და ვშუშოთ 15 წუთის განმავლობაში. მსხვილად დაჭრილი პომიდორი მსუბუქად მოვშუშოთ ხახვთან და წიწაკასთან ერთად. მოვაყაროთ მარილი. კვერცხი ავთქვიფოთ, დავამარილოთ, დავასხათ მომზადებულ მასას და ცოტა ხანი ვაცხოთ. გადმოვდგათ რაგუ ცეცხლიდან და სუფრაზე მივიტანოთ ბრინჯთან, კარტოფილთან ან პურთან ერთად.
0