ბურგთეატრი ვენაში ბურგთეატრი ვენაში />


  12:32:53     25-06-2011

ბურგთეატრი ვენაში

a7394.jpg

ბურგთეატრი ავსტრიის ფედერალური თეატრია ვენაში და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გერმანულენოვანი თეატრი მსოფლიოში.

თეატრი დაარსდა 1741 წლის 13 მარტს, ჰაბსბურგის დედოფალ მარია ტერეზა ავსტრიელის მიერ, საკუთარი სასახლის გვერდით. მისმა ვაჟმა იმპერატორმა იოზეფ II-მ მას გერმანიის ნაციონალური თეატრი დაარქვა, 1776 წელს.

თეატრი ახალ შენობაში, რინგშტრასეზე 1888 წლის 14 ოქტომბერს გადავიდა, რომლის პროექტი ეკუთვნის გოტფრიდ სემპერსა და კარლ ფრეჰერ ფონ ჰაზენაუერს. 1944 წელს ხანძრის მიერ განადგურებული სასახლის თეატრი 1955 წელს აღადგინეს. ისტორიულად, კლასიკური ბურგთეატრის სტილი და ბურგთეატრის გერმანული ენა ყველა გერმანულენოვანი თეატრისთვის მაგალითის მიმცემი იყო.

0

ავტორი: