ვანში, პოლიტიკური შეხედულებების გამო, გლეხს ძროხები მოჰპარეს ვანში, პოლიტიკური შეხედულებების გამო, გლეხს ძროხები მოჰპარეს />


  13:48:01     27-11-2018

ვანში, პოლიტიკური შეხედულებების გამო, გლეხს ძროხები მოჰპარეს

a84603.jpg

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედში ქურდობა მოხდა. ​კორძაძეების ოჯახს სამი ძროხა მოჰპარეს. დაზარალებულები ამბობენ, რომ ქურდობა პოლიტიკური ნიშნით მოხდა.

„ეს არის მთავრობის შეკვეთილი ამბავი“, - ამბობს დაზარალებული გივი კორძაძე და აღნიშნავს, რომ ამ ფაქტით ოჯახი დააშინეს და დასაჯეს, რადგან მისი შვილი პარტია „ევროპული საქართველოს“ კოორდინატორია.

ოჯახის წევრის, გიზო კორძაძის თქმით, მხოლოდ მისი პირუტყვი მოიპარეს, როცა ფერმაში საქონელი სხვასაც ჰყავს დატოვებული.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. 0

ავტორი: