საფრანგეთი, აშშ-ის კვალდაკვალ საფრანგეთი, აშშ-ის კვალდაკვალ />


  12:07:42     24-06-2011

საფრანგეთი, აშშ-ის კვალდაკვალ

a7370.jpg

საფრანგეთმა, აშშ-ის კვალდაკვალ, ავღანეთიდან საკუთარი ძალების გამოყვანის დაწყების შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. სამხედროები ავღანეთს იმავე გრაფიკით დატოვებენ, როგორითაც ამერიკელები. 

როგორც საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟერარ ლონგემ განაცხადა, უკანასკნელი ფრანგი ჯარისკაცი ქვეყანას 2013 წელს დატოვებს. ახლა, ქვეყნის ტერიტორიაზე, ნატოს მისიის ფარგლებში, ოთხი ათასი ფრანგი სამხედრო იმყოფება.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ავღანეთიდან სამხედრო ძალების გამოყვანის შესახებ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა. მისი თქმით, ამერიკული ჯარის შემცირების პროცესი ამ ქვეყანაში, უკვე შემდეგი თვიდან დაიწყება. 2012 წლის სექტემბერში, ავღანეთი 33 ათასმა სამხედრო მოსამსახურემ უნდა დატოვოს.

0

ავტორი: