09:59:55     22-11-2018
ესპანეთში ქურდობის ბრალდებით ორი ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი დააკავეს

ესპანეთში ქურდობის ბრალდებით ორი ქართველი მამაკაცი დააკავეს.
ქალაქ სარაგოსას პოლიციის ინფორმაციით, 27 და 28 წლის მამაკაცები მაშინ დააპატიმრეს, როდესაც ისინი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შეღწევას ცდილობდნენ.
ჩხრეკისას მათ სხვა ბინებიდან მოპარული ძვირფასეულობა და ფული აღმოაჩნდათ.
პოლიციის ცნობით ერთ-ერთ დაკავებულს საბერძნეთის პირადობის დამადასტურებელი ყალბი მოწმობა ჰქონდა.