ფილოსოფიურ-რელიგიური საბრძოლო ხელოვნება ფილოსოფიურ-რელიგიური საბრძოლო ხელოვნება />


  12:05:30     24-06-2011

ფილოსოფიურ-რელიგიური საბრძოლო ხელოვნება

a7369.jpg

აიკიდო ო-სენსეი მორიჰეიმ უეშიბას მიერ შექმნილი იაპონური საბრძოლო ხელოვნებაა. მორიჰეიმ უესიბამ შექმნა აიკიდო, როგორც საბრძოლო ხელოვნების, ფილოსოფიისა და რელიგიური მრწამსის სინთეზი. ო-სენსეის მიზანი იყო ყველა უდიდესი მებრძოლის მიღწევების შემცვლელი საბრძოლო ხელოვნების შექმნა.

აიკიდოს საბაზისო ხელოვნებას, ერქვა დაიტო-რიუ აიკი ჯუჯუცუ, რომელიც უეშიბამ შეისწავლა ტაკედა სოკაკუსთან - ჯუჯუცუს განმაახლებელთან - ერთად. სწორედ დაიტო რუს საბრძოლო ხელოვნება საფუძვლად დაედო აიკიდოს. გარდა ხელშიშველი საბრძოლო ოლეთებისა, უეშიბამ ჩაამატა აიკიდოში ვარჯიშები იარაღების გამოყენებით - ისეთი იარაღების, როგორებიცაა იარი (ოაპონური შუბი), ჯო (მოკლე კვერთხი) და ჯუკენი (ბაიონეტი). ასევე ითვლება, რომ აიკიდომ აიღო მრავალი საბრძოლო ილეთი იარაღის გამოყენებით, კენჯუცუდან.

პირველად აიკიდო იაპონიას 1951 წელს გასცდა, როდესაც მინორუ მოჩიზუკი ეწვია საფრანგეთს, სადაც აიკიდოს ტექნიკა ძიუდოს მოსწავლეებს წარუდგინა. დღეს აიკიდოს ყველაზე დიდი ორგანიზაცია არის აიკაკის ფონდი, რომელსაც უეშიბას ოჯახი ფლობს. აიკიდოს იყოფა მრავალ სტილად და ძირითადად ჩამოყალიბებულია უეშიბას მოსწავლეების მიერ.

0

ავტორი: