ბადრიჯანი ყველით და მაწვნით ბადრიჯანი ყველით და მაწვნით />


  11:51:26     24-06-2011

ბადრიჯანი ყველით და მაწვნით

a7362.jpg

მასალა:

მასალა:

ბადრიჯანი - 500 გრამი

ყველი - 200 გრამი

კვერცხი - 2 ცალი

ერბო - 100 გრამი

პიტნა - 3-4 ძირი

არაჟანი (ან მაწონი) - 300 გრამი

მარილი - გემოვნებით

 

 

მომცრო ბადრიჯნებს მოვაჭრათ ბოლოები, გავრეცხოთ, ზევითა მხრიდან მჭრელი დანით გამოვაცალოთ თესლი, დავაწყოთ თუნუქის ფურცელზე და შევდგათ ღუმელში. როცა ბადრიჯანი ნახევრად შეიწვება, გამოვიღოთ.

 

მოვხარშოთ კვერცხი, წვრილად დავჭრათ და ავურიოთ დაფხვნილ ყველში და ერბოში, შევურიოთ წვრილად დაჭრილი პიტნა. ამ მასალით გამოვტენოთ ნახევრად შემწვარი ბადრიჯანი, დავაწყოთ ერბოწასმულ ტაფაზე და შევდგათ ღუმელში. როცა მზად იქნება, ზემოდან მოვასხათ არაჟანი ან მაწონი.

0

ავტორი: