მნიშვნელოვანი პროექტები აბაშაში -  2013-2018 წლები მნიშვნელოვანი პროექტები აბაშაში - 2013-2018 წლები />


  14:18:01     19-11-2018

მნიშვნელოვანი პროექტები აბაშაში - 2013-2018 წლები

a84333.jpg

მნიშვნელოვანი პროექტები აბაშაში 2013-2018 წლები

• რეაბილიტირდა 96.1 კმ გზა და 11 ხიდი

• დასრულდა წყალმომარაგების 2 პროექტი

• რეაბილიტაცია უტარდება აბაშის წყალმომარაგების სისტემას

 • რეაბილიტირდა 19 სკოლა

 • უფასო ტრანსპორტით უზრუნველყოფილია 19 სკოლის 754 მოსწავლე

• სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან უფასო სახელმძღვანელოებით

• აშენდა 9 და რეაბილიტირდა 6 საბავშვო ბაღი

• აშენდა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი

• გაფართოვდა 10 საწარმო

• დაფინანსდა მიკრო და მცირე მეწარმეობის 37 პროექტი

 • შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა 276-მა პირმა

• დაფინანსდა 9 ხეხილის ბაღის გაშენება

• შეიქმნა 9 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი

• აგროდაზღვევის ფარგლებში მოსავალი დააზღვია 271-მა პირმა. დაზღვეულ იქნა 400 000-მდე ლარის მოსავალი

 • პროექტ "მობილური ექსტენციის" ფარგლებში ფარგლებში 12 სოფელში 700-მდე ფერმერს გაეწია კონსულტაცია;

• დასრულდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 10 სარეაბილიტაციო პროექტი

• აბაშაში გაზიფიცირდა 6 257 აბონენტი. 2020 წელს სამეგრელოს გაზიფიცირება მთლიანად დასრულდება

• განახლდა პოლიციის ავტოპარკი. განახლების პროცესი გრძელდება

• სახლი მიწის ნაკვეთით გადაეცა 40 დევნილ ოჯახს (პროგრამა „სოფლად სახლი“)

• საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა 59 დევნილ ოჯახს

 • ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა

• შესაძლებელი გახდა C ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქის უფასო მკურნალობა

 • 30%-ით გაიზარდა სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასი

• სოფელ ეწერში აშენდა ამბულატორია

• განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი

• დაიწყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა ხელფასის მატება

 • ყოველი მესამე და შემდეგი ბავშვის დაბადებისთვის დაწესებული ფულადი დახმარება უკვე მიიღო 170-მა ბავშვმა.

• მიმდინარეობს ცენტრალური გზის განათების მოწყობა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის შენობის მშენებლობა და სკვერის რეაბილიტაცია.
0

ავტორი: